
ხელვაჩაურის “მაჭახელას” ფეხბურთელი თენგო ფერსელიძე თბილისში შელაპარაკებისას მოკლეს. გიორგი 20 წლის იყო და აქამდე “გაგრაშიც” თამაშობდა.
მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა “მაჭახელას” ოფიციალურმა ფან-კლუბმა.
“საფეხბურთო კლუბ ხელვაჩაურის “მაჭახელას“ ფან_ კლუბი მეთოფეები მწუხარებას გამოვთქვამთ ,ჩვენი ფეხბურთელის, თენგო ფერცელიძის არაადამიანური სიკვდილის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს ! თენგომ პიროვნულ თვისებებთან ერთად თავი სათამაშო კლასითაც დაგვამახსოვრა ! მან მაჭახელას მაისურით ,თავის უკანასკნელ მატჩში , 90 ე წუთზე გატანილი გოლით ჩვენ გუნდს გამარჯვება მოუტანა ! მუდამ გვემახსოვრები ჩვენო მხიარულო ძმაო ! ღმერთი იყოს შენი მფარველი სადაც განისვენებ!”