Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

„ზუგდიდი“ ბესიკ შეროზიას გაშვებას არ ადასტურებს

$
0
0
ბესიკ შეროზია

„ბაიას“ ბაზაზე ბოლნისის „სიონთან“ უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის გადატანილი მატჩის ანგარიშით 1:3 წაგების შემდეგ „ზუგდიდის“ მთავარი მწვრთნელის ბესიკ შეროზიას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გავცელდა. კერძოდ, ის sportall.ge-მ გაავრცელა.

დღეს „ზუგდიდის“ ოფიციალურმა საიტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც მიუთითა, რომ ეს ინფორმაცია სიმართეს არ შეესაბამება და მის ოფიციალურად დადასტურებამდე, შეროზია გუნდის თავკაცად რჩება (იხილეთ დაწვრილებით).

ცნობისთვის, 11 ტურის შემდეგ ზუგდიდელები 5 ქულით უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან და მარტვილის „მერანს“ 2 ქულით უსწრებენ. უახლოეს მატჩს გუნდი 21 ნოემბერს გამართავს – „ზუგდიდი“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles