Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

ჩემპიონთა ლიგის ფინალს “ზესტაფონი”–“ამერის”არბიტრი განსჯის

$
0
0
Champions League

6 ივნისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას ჯიუნეით ჩაკირი განსჯის. შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამდაწყვეტ შეხვედრას ბერლინი უმასპინძლებს, ხოლო თასისთვის ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ “ბარსელონა” და ტურინის “იუვეტნუსი” წარსდგებიან.

საინტერესოა, რომ ჯიუნეით ჩაკირს ერთი ფინალი საქართველოშიც უმსაჯია, როდესაც “ზესტაფონსა” და “ამერს” შორის გამართული 2007 წლის საქართველოს თასის გადამწყვეტი მატჩი იმსაჯა.

ცნობილია ევროპის ლიგის ფინალის მსაჯიც. კანკავას “დნიპროსა” და “სევილიას” დაპირისპირებას ინგლისელი მარტინ ატკინსონი განსჯის.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles