
პირველი ლიგის დასკვნით, 36-ე ტურის შეხვედრაში, რომელშიც “საბურთალომ” სტუ-ს უმაპნიძლა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლით სძლია მონაწილეობა 14 წლის ფეხბუთელმა მიიღო. მასპინძელთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 2000 წელს დაბადებულ ვანო ოქროპირიძეს, რომელიც პოზიციით ნახევარმცველია. 14 წლის ოქროპირიძემ სადებიუტო შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი დაჰყო.
ამავე მატჩი “საბურთალოს” რიგებში კიდევ ერთი დებიუტანტი, 16 წლის მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ “საბურთალომ” პირველი ლიგის ა ჯგუფი დამაჯერებლად მოიგო და მომდევნო სეზონში უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.