Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

„მეტალურგმა“ “თავშანლი“ დაამარცხა

$
0
0

„მეტალურგმა“ თურქულ შეკრებაზე დღეს მესამე ამხანაგური შეხვედრა გამართა. რუსთაველი ფეხბურთელები თურქეთის პირველ ლიგაში მოასპარეზე „თავშანლის“ შეხვდნენ და 1-0 იმარჯვეს. ანგარიში მატჩის მე-10 წუთზე გაიხსნა გეწაძის ჩაწოდებულ ბურთთან პირველი სიხარულიძე აღმოჩნდა და „მეტალურგი“ დაწინაურდა. გოლის გატანის შემდეგ მთელი თამაშის განმავლობაში ბურთს რუსთაველები აკონტროლებდნენ. სხვაობის გაზრდის რეალური მომენტიც რამდენჯერმე შეიქმნა. მეორე ტაიმში ას პროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა სიხარულიძემ. შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა საბოლოოდ რუსთაველებმა მეტოქე 1-0 დაამარცხეს.

თამაშის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ მცირე კომენტარი გააკეთა:

თამაშის ხარისხით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. თავდასხმაში ბერიაშვილის და ფიფიას დიდი იმედი მაქვს. ბერიაშვილმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო. ის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში აუცილებლად ითამაშებს.

„მეტალურგმა“ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

ბედიაშვილი, ჯაფარიძე, გავაშელიშვილი, მახვილაძე, სუხიაშვილი, გეწაძე, რაზმაძე, გურეშიძე, კირკიტაძე, კორგალიძე, სიხარულიძე.

მეორე ტაიმში მოედანზე შევიდნენ: მაისაშვილი, ორბელაძე, კაკუბავა, ქავთარაძე, დობროვოლსკი, ხაბელაშვილი, საჯაია, ვასაძე, კორღალიძე.

საფეხბურთო კლუბ მეტალურგის პრესსამსახური

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles