Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

დანიიდან ხორვატიამდე

$
0
0

FCDila.GE

„დილამ“ წარმატებით დაძლია ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი. 25 ივლისს გორელებმა დანიურ „ოლბორგთან“ ფრე გააგორეს და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

პარალელურად დამთავრდა „დილას“ ორი სავარაუდო მეტოქეს შორის შეხვედრა, რომლის ორრაუნდიან დაპირისპირებაში მაკედონიის „ტურნოვოს“ ხორვატიის „ჰაიდუკ სპლიტმა“ სძლია და მესამე ეტაპზე გორელები სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ გაარკვევენ საუკეთესოს ვინაობას.

26 ივლისს ჩვენი გუნდი სამშობლოსკენ არ აიღებს გეზს და სტამბულში ჩასვლის შემდეგ პირდაპირ ხორვატიისკენ გაეშურება. პირველი მატჩი 1 აგვისტოს სტუმრად ხორვატიის ქ. სპლიტში შედგება, ხოლო განმეორებით მატჩს 8 აგვისტოს „დილა“ უკვე საკუთარ კედლებში გამართავს.

„დილას“ პრესსამსახური

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles