
დასასრულს უახლოვდება პირველი ლიგის გათამაშება, სადაც დღეს 34-ე ტურის მატჩები გაიმართა. როგორც უკვე იცით მომდევნო სეზონში უმაღლესი თამაშის უფლება “საბურთალომ” და “საპოვენლამ” უკვე მოიპოვეს, სეზონის ბოლოს კი ბრძოლა პლეიოფის საგზურისთვის მიმდინარეობს, რომელიც დღევანდელი შედეგების გათვალისწინებით დიდი ალბათობით “ლოკომოტივს” და “გაგრას” ერგებათ, თუმცა ბრძოლა, როგორც ჩანს, უკანასკნელ ტურამდე გაგრძელდება და განსაკუთრებით ეს ბ ჯგუფს ეხება.
ა ჯგუფი
ჩხერიმელა 2-0 ლაზიკა
ჭიათურა 0-5 საბურთალო
სამგურალი 2-1 სასკო
ლოკომოტივი 6-0 სტუ
ადელი 3-4 მაჭახელა
ბ ჯგუფი
ბეთლემი 3-1 საპოვნელა
გაგრა 2-1 მეშახტე
სქური 2-0 მერცხალი
ალგეთი 4-0 ხობი
დინამო 2 0-3 ბორჯომი (ტექნიკური შედეგი)