
უმაღლესი ლიგის 27-ე ტურში რუსთავის “მეტალურგი” მარტვილში ადგილობრივ “მერანს” ესტუმრა და საკუთარ კარში სამი უპასუხო ბურთი მიიღო.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 47-ე წუთზე შულაიამ გახსნა, 2 წუთში ციცხვაიამ უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი კიკნაველიძემ 75-ე წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, 27 ტურის შემდეგ “მერანი” 35 ქულით მე-9 პოზიციაზე დამკიდრდა, “მეტალურგი” კი 24 ქულით ჯერჯერობით მეთოთხმეტეა.