რუსთავის „მეტალურგი“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისთვის დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს „ფენერბახჩეს“ საწვრთნელ ბაზაზე გადის. გელა სანაიას შეგირდები დღეში ორჯერ ვარჯიშობენ. მცირე ცვლილებები შევიდა ტესტ-მატჩების განრიგში. რუსთაველები „სამსუნსფორის“ შემდეგ არა “ორდუსფორს“ არამედ “დენიზლისპორს” შეხვდებიან. თამაში 24 ივლისს გაიმართება. 26 ივლისს „მეტალურგი“ თავშანლის, ხოლო 30 ივლისს ისტანბულ ბბ-ს შეხვდება.
რაც შეეხება „მეტალურგის“ შემდგენლობას. მცირე ტრავები აწუხებთ ბერიაშვილს, ორბელაძეს და სიხარულიძეს. დანარჩენილი ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობენ.
საფეხბურთო კლუბ მეტალურგის პრესსამსახური
Comments