
თუქრულ შეკრებაზე მყოფი “საბურთალო” ბულგარულ “ბეროეს” შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ბულგარელებმა 69-ე წუთზე გახსნეს. “საბურთალომ” გათანაბრება მალევეშე შეძლო. გოლის ავტორი ხარაიშვილი გახდა. თუმცა, შეხვედრის დასრულებამდე 9 წუთით ადრე “ბეროემ” გამარჯვების გოლი გაიტანა.
გუნდმა დღეს შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
ქურდაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, იაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, გვარაძე, ხარაიშვილი, ჯიქია, გოშთელიანი.
ცვლილებაზე შევიდნენ: ტაბიძე, ბეროშვილი, ნიკოლაშვილი, ხორხელი, სოფრომაძე, წივილაშვილი.