Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

„დინამომ“ გრაცის „შტურმთან“ ფრედ ითამაშა

$
0
0
დინამო თბილისი-ჩიხურა_42245353

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის „დინამომ“ პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. თბილისელთა მეტოქე ავსტრიული გრაცის „შტურმი“ იყო.

შეხვედრა საინტერესო გამოდგა. დინამოელებს პირველ ნახევარში, მეტოქის მსგავსად, რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. თბილისელთა ერთ-ერთი შეტევა გოლით დასრულდა – 41-ე წუთზე ზუსტად ჯაბა ჯიღაურმა დაარტყა – 1:0.

სამწუხაროდ, ანგარიში მეორე ტაიმში გათანაბრდა, როდესაც მე-60 წუთზე დანიშნულ პენალტი ედონვონმა გაიტანა.

ამის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა, რამდენიმე შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ტაბლოზე ფრე 1:1 დაფიქსირდა.

შემდეგ შეხვედრას „დინამო“ 30 იანვარს ჩაატარებს – „ლურჯ-თეთრების“ მეტოქე პოლტავას „ვორსკლა“ იქნება.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles