
ბულრაგურლი BGfootball-ის ცნობით, თბილისის “დინამოს” ყოფილი ფორვარდის გადაბირებით პლოვდივის “ლოკომოტივი” იყო დაინტერესებული.
ბულგარელი რკინიგზელები ქართველ შემტევს 34 წლის ვეტერანის, მარტინ კამბუროვის შემცვლელად მოიაზრებდნენ, თუმცა საბოლოოდ ტრნასფერი არ შედგა.
როგორც უკვე იცით, 23 წლის საბანაძე ქუთაისის “ტორპედოს” დაუბრუნდა, რომლის ღირსებას სამი წლის განმავლობაში იცავდა.