Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

მეათე ტური დასრულდა

$
0
0
DSC02752

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მეათე ტურის ორი უკანასკნელი შეხვედრა გაიმართა.

ივანწმინდაში “ჩიხურამ” ქუთაისის “ტორპედოს” უმაპსინძლა. მატჩი საკმაოდ შედეგიანი და დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, 2:2 დასრულდა. ანგარიში 36-ე წუთზე თენგიზ ჩიკვილაძემ გახსნა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში, 71-ე წუთზე გაათანაბრეს. გოლის ავტორი თორნიკე მუმლაძე გახდა. სულ რაღაც 6 წუთში ქუთაისელები ბექა ტუღუშის გოლით კვლავ დაწინაურდნენ. მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე კი შოთა კაშიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კვლავ ვერ მოიგო “ზესტაფონმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე მარტვილის “მერანს” უმასპნძლა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 57-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ. მეორე ტაიმში შემოსულმა წურწუმიამ ორი ყვითელი 6-წუთიან ინტერვალში მიიღო. თუმცა, გეგუჩაძის შეგირდებმა ამით ვერ ისარგებლეს.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles