
კულუარული ინფორმაციით “სამტრედიის” მწვრთნელი გელა სანაია “ზუგდიდთან” განცდილი მარცხის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდა და დაკავებული თანამდებობა დატოვა.
ახალგაზრდა სპეციალისტმა გუნდი ჯერ კიდევ პირველ ლიგაში ასპარეზობის დროს ჩაიბარა და კლუბი ქართული ფეხბურთის ელიტაშიც დააბრუნა. თუმცა, ჩემპიონატის უკანასკნელ ორ ტურში გაძლიერებულმა სამტრედიელებმა მხოლოდ ერთი ქულა აიღეს, რაც მოწინავე პოიციებზე მყოფი გუნდისთვის საკმაოდ ცუდი შედეგია.
სანაიას “სამტერდიაში” დროებით ზაზა ზამთარაძე შეცვლის, რომელიც კლუბის 17-წლამდე გუნდს ავარჯიშებდა.