Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

“დილამ”“საბურთალოდან”საქართველოს 4-გზის ჩემპიონი დაიმატა

$
0
0

თბილისის “საბურთალოს” ნახევარმცველი, თორნიკე გორგიაშვილი კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს.

31 წლის გორგიაშვილმა “დილასთან” 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

თორნიკე “საბურთალოსთან”, “ზესტაფონთან” (ორჯერ) და “დინამო თბილისთან” ერთად 4-ჯერ არის საქართველოს ჩემპიონი.

სატრანსფერო ბაზარზე ჯერჯერობით ყველაზე მეტად “დილა” აქტიურობს. გორელებმა თბილისის “დინამოდან” მათე კვირკვია, “დინამო ბათუმიდან” ალეფ სანტოსი და ქუთაისის “ტორპედოდან” დავით ხურცილავა დაიმატა.

 


საბოლოოდ: სად წავიდა საქართველოს საუკეთესო ბომბარდირი?

$
0
0

თბილისის “დინამო” თავდამსხმელმა, ლევან კუტალიამ დატოვა. კუტალია ეროვნული ლიგის ბომბარდირი 20 გოლით გახდა და მის მიმართ ინტერესი გაჩნდა.

30 წლის ასაკში “ტორპედოდან” “დინამოში” გადასულ კუტალიას კარიერაში საუკეთესო პერიოდი დაუდგა და შემოთავაზებები უნგრეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან  ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, “დინამო” მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეცადა, თუმცა ფეხბურთელმა ყაზახეთის მე-8 ადგილოსან გუნდში, პავლოდარის “ირტიშში” გადასვლა გადაწყვიტა.

ყაზახეთის მე-8 ადგილოსანს უფრო მეტის შეთავაზება შეუძლია, ვიდრე საქართველოს ჩემპიონს.

 

გიორგი პაპავამ “დინამოსთან”კონტრაქტი გაახანგრძლივა

$
0
0

თბილისის “დინამოს” ნახევარმცველმა, გიორგი პაპავამ გუნდთან კონტრაქტი 2-წლით გაახანგრძლივა.

პაპავა გასულ სეზონში “დინამოს” ძირითადის უცვლელი წევრი გახლდათ და ჩემპიონობაში თავისი წვლილი შეიტანა.

გიორგი “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და პირველი ფეხბურთელია 2020 წელს, რომელმაც ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

“საბურთალოში”ცეცაძე თავისი ჯარისკაცებით მივიდა

$
0
0

თბილისის “საბურთალომ” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია ცეცაძე წარადგინა.

ცეცაძე ბოლოს 21-წლამდეთა გუნდის თავკაცი გახლდათ, “საბურთალოში” კი გია ჭიაბრიშვილი შეცვალა.

“საბურთალომ” 6 ფეხბურთელმა (ინტერს გი, როლოვიჩი, გორგიაშვილი, სანდოხაძე, მიგინეიშვილი, დიასამიძე) დატოვა და დღეს 2 ახალი მოთამაშე ოფიციალურად დაიმატა: “რუსთავის” ყოფილი და 21-წლამდელების თავდამსხმელი, ბექა ქავთარაძე და ცეცაძის ხელმძღვანელობით ახალგაზრდულ ნაკრებში 2 წლის წინ მოთამაშე, ქუთაისის “ტორპედოს” ცენტრალური მცველი ანრი ჭიჭინაძე.

მოსალოდნელია, რომ “ერთ უბანს” გორის “დილადან” ნუგზარ სპანდერაშვილიც შეუერთდება.

ომარ მიგინეიშვილი “დინამოში”დაბრუნდა

$
0
0

თბილისის “დინამოში” საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე, ომარ მიგინეიშვილი დაბრუნდა.

მიგინეიშვილი გასულ სეზონში “საბურთალოს” ღირსებას იცავდა და უმეტესად, სათადარიგო სკამზე იყო.

ომარი 2013-15 წლებში თამაშობდა “დინამოში” და როგორც ჩანს, მომავალი სეზონიდან როინ კვასხვაძის შემცვლელი იქნება.

2010-13 წლებში მიგინეიშვილმა 112 მატჩი ჩაატარა “ტორპედოში”

ყველაზე აქტიური გუნდი სატრანსფერო ბაზარზე –გორის “დილას”ამბები

$
0
0

გორის “დილა” ქართული გუნდებიდან სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მეტად აქტიურობს და რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი განახორციელა.

“დილამ” ბათუმის “დინამოდან” ბრაზილიელი ალეფ სანტოსი, ქუთაისის “ტორპედოდან” ცენტრალური მცველი დავით ხურცილავა, საჩხერის “ჩიხურადან” ცენტრალური და მარჯვენა მცველები, დავით მაისაშვილი და რევაზ ჩიტეიშვილი, თბილისის “დინამოდან” ნახევარმცველი მათე კვირკვია და თბილისის “საბურთალოდან” ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი დაიმატა.

“დილა” 2-მა ლეგიონერმა, ლეანდრო რიბეირო (კ2 ლიგა, სეული) და ალვინ ფორტესმა (ყაზახეთი, კაისერი) დატოვა. ბაქარ მირცხულავაც კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

მოსალოდნელია, რომ გორელები ახლა უფრო მეტად კლუბის შემტევით პოტენციალის გაუმჯობესებაზე იზრუნებენ.

 

ბათუმის “დინამოს”ორი გამორჩეული ტრანსფერი

$
0
0

ბათუმის “დინამო” სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან საინტერესო ტრანსფერს ანხორციელებს.

გუნდმა მათე ცინცაძე და ვაგნერ გონსალვეში დაიმატა. მათემ 2-წლიანი, ხოლო, ვაგნერმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა გუნდთან.

გავრცელებული ცნობით, “დინამო” მოლაპარაკებას ნიგერიის ნაკრების ყოფილ ცენტრალურ მცველთან, გოფდრი ობოაბონასთან აწარმოებს, რომელსაც ნაკრებში 44 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა დიდი პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა. 2016 წელს ფეხბურთელი 2.5 მილიონი ევრო ღირდა.

უდიდესი ალბათობით, ამომავალი ბრაზილიელი ვარსკვლავი, 17 წლის ჟულიო ვინისიუს სოუზა “დინამოში” ითამაშებს. სოუზა “ბაიას” მოთამაშეა და მისით რამდენიმე ევროპული კლუბიც (რომა, ანდერლეხტი) არის დაინტერესებული. ბათუმში ჯოვინო და რამოსი ასპარეზობენ და ჟულიოს ადაპტაცია ნაკლებად გაუჭირდება.

შეიძლება ითქვას, რომ ამ 2 ფეხბურთელის დამატება ქართული ფეხბურთის ბოლოდროინდელი ტრანსფერების გათვალისწინებით, ნამდვილად სუპერტრანსფერებად ჩაითვლება.

“დინამოს”ლეგენდები –“ლევერკუზენის”ლეგენდები 4:2 (ვიდეო)

$
0
0

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ვეტერან ფეხბურთელებს შორის ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას თბილისის “დინამოც” იღებს.

“დინამო” ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ლევერკუზენის “ბაიერს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა. თბილისელთა მხრიდან ორი გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა, კახა კალაძემ და ოთარ მარცვალაძემ კი მეტოქის კარი თითო-თითოჯერ დალაშქრეს.

“დინამოს” შემადგენლობა: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით კვირკველია.

თბილისის “დინამოს” ლეგენდები 4:2 ლევერკუზენის “ბაიერის” ლეგენდები
იხილეთ ვიდეო


“დორტმუნდის”ლეგენდები –თბილისის “დინამოს”ლეგენდები 3:2 (ვიდეო)

$
0
0

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ვეტერან ფეხბურთელებს შორის ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას თბილისის “დინამოც” იღებს.

თბილისურმა გუნდი A ჯგუფის მეორე შეხვედრაში დორტმუნდის “ბორუსიას” ვეტერანებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა. “დინამოს” რიგებიდან გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ გაიტანეს.

შეგახსნებთ, რომ “დინამომ” პირველ მატჩში ლევერკუზენის “ბაიერი” 4:2 დაამარცხა. ქართული გუნდი ჯგუფში ბოლო მატჩს ხვალ, 12 იანვარს “შალკეს” წინააღმდეგ გამართავს.

“დინამოს” შემადგენლობა: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით კვირკველია.

დორტმუნდის “ბორუსიას” ლეგენდები 3:2 თბილისის “დინამოს” ლეგენდები
იხილეთ ვიდეო

“ტორპედო და დინამო გაერთიანდნენ”? –“ელვა”დინამოში

$
0
0

ბოლო 1 წელიწადში ქუთაისის “ტორპედოს” მე-6 ფეხბურთელი გადავიდა თბილისის “დინამოში”.

როგორც დღეს “დინამოს” ოფიციალურმა გვერდმა დაწერა, თორნიკე კაპანაძემ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა გუნდთან.

“ელვა” ბოლომდე ელოდებოდა ინვესტორის გამოჩენას, თუმცა საბოლოოდ წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. თბილისში მას კახა ჩხეტიანი, როინ კვასხვაძე, გიორგი ქიმაძე, გიორგი კუხიანიძე და ნოდარ ქავთარაძე დახვდნენ. ლევან კუტალია კარიერას უკვე სხვა კლუბში გააგრძელებს.

“ტორპედო” და “დინამო” გაერთიანდნენ?” – ასე გამოეხმაურა გულშემატკივარი კაპანაძის “დინამოში” გადასვლას.

“ტორპედოში”იტალიელი ინვესტორები 3 დღეში ჩამოვლენ

$
0
0

ქუთაისის “ტორპედოს” იტალიელი ინვესტორები ოფიციალურად 13 ან 14 იანვარს გადაიფორმებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტორებთან მრავალ საათიანი შეხვედრა გაიმართა მერისა და მხარის გუბერნატორის მონაწილეობით, სადაც თითქმის ყველა საკითხზე მოხდა შეთანხმება.

ინვესტორები “ტორპედოს” ვალს გადაიხდიან და გუნდს ლიცენზირების პრობლემა აღარ შეექმნება, თუმცა ყველაფრის შენება თავიდან დაიწყება. კლუბი ფეხბურთელების უმეტესობამ დატოვა.

 

ინციდენტი –ამისულაშვილი ლევერკუზენის “ბაიერის”ლეგენდების წინააღმდეგ (ვიდეო)

$
0
0

11 იანვარს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ვეტერან ფეხბურთელებს შორის ტრადიციული ტურნირი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას თბილისის “დინამოც” იღებს.

“დინამომ” ტურნირის პირველ დღეს, ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი გამართა. თბილისურმა გუნდმა ლევერკუზენის “ბაიერი” 4:2 დაამარცხა, ხოლო დორტმუნდის “ბორუსიასთან” 2:3 დამარცხდა.

“ლევერკუზენთან” მატჩში, ერთ-ერთ ეპიზოდში მოედანზე სიტუაცია მცირედით დაიძაბა – ალექსანდრე ამისულაშვილი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს დაუპირისპირდა.

იხილეთ ვიდეო

თბილისის “დინამომ”ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი დაიმატა

$
0
0

თბილისის “დინამომ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მე-4 ტრანსფერი განახორციელა.

“დინამომ” 22 წლის შემტევი ნახევარმცველი, ირაკლი ბუღრიძე დაიმატა.

ბუღრი ბოლოს ბელგიურ “ბეერსხოტში” თამაშობდა, თუმცა 1 წლიანი ასპარეზობისას მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. კარიერის საუკეთესო პერიოდი “ჩიხურაში” ჰქონდა, სადაც მარჯვენა ფლანგიდან პრაქტიკულად შეუჩერებელი იყო. ბუღრიძე 21-წლამდეთა ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.

ირაკლის გარდა ჩემპიონს თორნიკე კაპანაძე, როინ კვასხვაძე და ნიკა სანდოხაძე შეუერთდა.

“საბურთალო”თურქეთში 23 ფეხბურთელით გაემგზავრა – 4 ახალი ფეხბურთელი

$
0
0

დედაქალაქური “საბურთალო” 14 იანვარს თურქეთის ქალაქ სიდეში გაემგზავრება და იქ გააგრძელებს მზადებას ახალი სეზონისთვის. ხსენებულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩების გამართვა არ იგეგმება, საბურთალოელები ყოველდღიურად ფიზიკური კონდიციების ამაღლებას დაუთმობენ დროს. გია ცეცაძის ხელმძღვანელობით გუნდი თურქეთში 23 იანვრამდე დარჩება, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და ადგილზე გააგრძელებს მზადებას. დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს ქალაქელები 1-14 თებერვლის ჩათვლით ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაივლიან, სადაც რამდენიმე სპარინგ-მატჩს გამართავენ.

თურქეთში მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იქნება. “საბურთალოს” დაუბრუნდნენ იჯარით განათხოვრებული ფეხბურთელები – ცოტნე ნადარაია და გურამ გოშთელიანი. გასულ წელს ნადარაია “ტორპედოში”, გოშთელიანი კი “დილაში” ასპარეზობდა. გუნდს შეკრებაზე გაჰყვება ბექა ხარაიშვილი, რომელიც ჩვენი აკადემიის აღზრდილია და “საბურთალო”-2 ღირსებას იცავდა. თურქეთში მიემგზავრება ლევან მაჭარაშვილიც, ვინც ბოლოს სომხეთის ჩემპიონატში, “ლორი”-ში ასპარეზობდა. ასევე, გუნდთან ერთადაა 28 წლის მეკარე დავით კუპატაძე, რომლის ბოლო კლუბი ტაჯიკეთის “ხუჯანდაა”.

თურქეთში შემდეგი ფეხბურთელები მიემგზავრებიან:
ლაზარე კუპატაძე, თორნიკე მეგრელიშვილი, დავით კუპატაძე, ბექა ქავთარაძე, იური ტაბატაძე, ლევან მაჭარაშვილი, ანრი ჭიჭინაძე, თედორე გრიგალაშვილი, ცოტნე ნადარაია, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ბექა ხარაიშვილი, გიორგი გულიაშვილი, დაჩი ცნობილაძე, ნიკოლოზ მალი, გიორგი კოხრეიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გურამ გოშთელიანი, სანდრო ალთუნაშვილი, ელვინ ტერა, ლევან კაკუბავა, ლევან ყენია, გიორგი გაბედავა. 

Fcsaburtalo

ეროვნულ ლიგას “დინამო”–“თელავის”მატჩი გახსნის

$
0
0

ეროვნული ლიგა სტარტს 29 თებერვლიდან აიღებს. დღეს ჩემპიონატის ვებ-გვერდზე პირველი რამდენიმე ტურის კალენდარი გამოქვეყნდა.

პირველ ტურში მოქმედი ჩემპიონი ახალ გადმოსულ “თელავს” უმასპინძლებს.

7 მარტს კი ტურის დაპირისპირება კვლავ თბილისში შედგება, სადაც ერთმანეთს ორი “დინამო” დაუპირისპირდება.


თემურ ჩოგაძე კარიერას უკრაინაში გააგრძელებს

$
0
0

ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი შემტევი, თემურ ჩოგაძე კარიერას უკრაინაში გააგრძელებს.

ჩოგაძე უკრაინის პრემიერ ლიგის მე-9 ადგილოსან დონეცკის “ოლიმპიკის” შეუერთდა.

ჩოგას თამაში მარჯვენა ვინგერად და თავდამსხმელად შეუძლია. მისი სატრანსფერო ღირებულება 200 ათას ევრომდე მერყეობს.

21 წლის ფეხბურთელი “საბურთალოში”, “რუსთავში”, ბათუმის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოში” ირიცხებოდა.

“რუსთავი”თითქმის ყველა ფეხბურთელმა დატოვა

$
0
0

საფეხბურთო კლუბი “რუსთავი”, რომელიც ეროვნული ლიგის პლეი-აუტში დამარცხდა, ფეხბურთელების უმეტესობამ დატოვა.

ბექა ქავთარაძე, ზაზა ციცქიშვილი, თემურ ჩოგაძე, ლუკა სილაგაძე, ცოტნე კაპანაძე, გიორგი ვასაძე, გიორგი მამარდაშვილი, პაატა კიტეიშვილი და რუსი ლეგიონერები კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებენ.

“რუსთავის” მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას გუნდის შენების პროცესის დაწყება თავიდან მოუწევს და ეს კვლავ ახალგაზრდა ფეხბურთელებით უნდა სცადოს.

სოსო ფრუიძემ საჩხერის “ჩიხურა”დატოვა

$
0
0

სოსო ფრუიძე საჩხერის “ჩიხურას” აღარ გაწვრთნის. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელ Facebook-ში, “ჩიხურას” ოფიციალური გვერდი ადასტურებს.

“ამ ეტაპზე ბატონი სოსო, დატვირთული და დამღლელი 12 წლის შემდეგ, კარიერაში ტაიმაუტს იღებს და ახალგაზრდა თაობას უთმობს ასპარეზს!” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ფრუიძე საჩხერულ კლუბში 2007 წელს მივიდა. მან გუნდს 2013 წელს საქართველოს სუპერთასი, 2017 წელს კი საქართველოს თასი მოაგებინა. მისი ხელმძღვანელობით “ჩიხურამ” ევროტურნირებზე ექვსჯერ იასპარეზა.

ამიერიდან “ჩიხურას” მთავარ მწვრთნელად ვახტანგ თურმანიძე იმუშავებს, მისი ასისტენტი კი ვლადიმერ ზაბახიძე იქნება.

რა განაცხადა იტალიელმა ინვესტორმა ქუთაისში ჩამოსვლისას?

$
0
0

ქუთაისის “ტორპედოს” ფან-კლუბმა იტალიელი ინვესტორის, ფაბიო მანინის სიტყვები გაავრცელა. მანინი ის ინვესტორია, რომელიც “ტორპედოში” ინვესტიციის ჩადებას აპირებს.

“ქუთაისში იმისთვის ვარ, რომ ვიყიდო და ვმართო ქუთაისის “ტორპედო”. ქუთაისის მერიასთან განვიხილავ ამ საკითხს. ველოდებით, რომ დავასრულოთ ეს შეთანხმება რაც შეიძლება მალე. მანამდე კი დავაზუსტეთ სპონსორის ვალდებულებები, რაც ჩვენ გვაკისრია.

პირველ რიგში ინვესტიციას ჩავდებთ, გვინდა შევქმნათ კარგი კლუბი, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო ფორმით წარსდგება”, – წერია განცხადებაში.

უახლოეს 1 კვირაში თითმის ყველაფერი ოფიციალურად უნდა დასრულდეს.

ორი ნუნუ და ბერძნები –ფიფას გუნდის შემადგენლობა ცნობილია

$
0
0

დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასი 2020 წელს განახლებული ფორმატით გაიმართება. 19 იანვარს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გულშემატკივარი ლეგენდათა ტურნირს იხილავს. წლევანდელ გათამაშებაში ზამთრის თასისთვის საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფას და ფიფას გუნდები იბრძოლებენ. უკვე ტრადიციად ქცეულ ტურნირში მონაწილეობა სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები მიიღებენ.

დღეს ფიფას გუნდის შემადგენლობა გახდა ცნობილი: ნუნუ გომეში, გერგიუს კარაგუნისი, ანგელოს ხარისტიასი, ნუნუ ფრეშო, კოსტას კაცურანისი, ხორხე სერე, ჰექტორ ნავასო, მათიას ვითაგენი.

Viewing all 5622 articles
Browse latest View live