Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

ლევან ისერგიშვილი: “დინამოს”არაფერს დავუთმობთ”

$
0
0

ეროვნული ლიგის 36-ე ტურის ბოლო 2 შეხვედრა დღეს 16:00 საათზე დაიწყება. ბათუმის “დინამო” “ლოკომოტივს” ესტუმრება, თბილისის “დინამო” კი “ვიტ ჯორჯიას” მიიღებს. “ვიტ ჯორჯია” უკვე გავარდნილია, თუმცა რამდენიმე ტურის წინ ბათუმელებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და ქულები დააკარგვინეს. იმ შეხვედრის ერთ-ერთმა გმირმა, მეკარე ლევან ისერგიშვილმა Fanebi.com-თან ისაუბრა.

“სამწუხაროდ, “ვიტ ჯორჯია” ეროვნული ლიგიდან გავარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ფეხბურთის დასასრულს. მომავალ წელს გუნდი აუცილებლად ეცდება უკან დაბრუნებას, უფრო მეტად მოტივირებული. ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხის სიმპატია დავიმსახუროთ და მებრძოლი გუნდის სახელით დავტოვოთ ეროვნული ლიგა. სამართლიანობის თვალსაზრისით ვეცდებით, “დინამოსაც” იგივე და კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობა გავუწიოთ, რაც ბათუმში ვაჩვენეთ. ეს ისეთი თამაშია, ღმერთმა უნდა გადაწყვიტოს ჩემპიონის ბედი” – განაცხადა ისერგიშვილმა.

თუ თბილისის “დინამო” “ვიტ ჯორჯიას” დაამარცხებს, ქვეყნის ჩემპიონი მეჩვიდმეტედ გახდება.


“საბურთალომ”მეტოქეებს წარმატება მიულოცა

$
0
0

ეროვნული ლიგის მე-3 ადგილოსანმა, თბილისის “საბურთალომ” ჩემპიონს, ვიცე-ჩემპიონს და მე-4 ადგილოსანს წარმატება მიულოცა. “საბურთალოს” ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა.

“ვულოცავთ დინამო თბილისსა და მის გულშემატკივრებს ჩემპიონობას. თანაქალაქელებს წარმატებას ვუსურვებთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე!

დინამო ბათუმსა და მის ქომაგებს ვულოცავთ ვიცე-ჩემპიონობას. 2020 წელს აჭარლებს წარმატებას ვუსურვებთ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე!

ასევე, ვულოცავთ დედაქალაქურ ლოკომოტივსა და მის გულშემატკივრებს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვებას. რკინიგზელებს წარმატებას ვუსურვებთ ევროასპარეზზე! “, – საბურთალოს ოფიციალური გვერდი.

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი მარტში დაიწყება.

რა მატჩები დარჩა ეროვნულ ლიგაში?

$
0
0

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონი გუშინ თბილისის “დინამოს” ჩემპიონობით დასრულდა. “დინამომ” “ვიტ ჯორჯია” 2-0 დაამარცხა. “ვიტ ჯორჯია” ჯერჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელიც გავარდა.

4 დეკემბერს “კოლხეთი” – “სამგურალი, “არაგვი” და “გურია” გაარკვევენ მე-2 და მე-3 ლიგაში გადასვლის სტატუსს.

5 დეკემბერს “თელავი” – “რუსთავი” და “სიონი” და “სამტრედია” იბრძოლებენ ეროვნულ ლიგისთვის. განმეორებითი მატჩები 5 დღეში გაიმართება.

8 დეკემბერს “საბურთალოსა” და “ლოკომოტივს” შორის თასის ფინალი შედგება.

 

მათე ცინცაძე ეროვნულ ლიგაში ბრუნდება

$
0
0

ლატვიური “იელგავას” ნახევარმცველი, მათე ცინცაძე, უდიდესი ალბათობით, კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცინცაძესა და “დინამოს” შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა და კონტრაქტს ხელი მალე მოეწერება.

ცინცაძე ლატვიაში სადაც საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყურებოდა და რამდენიმე გოლი და საგოლე პასი დაუგროვდა. “ტორპედოს” გარდა მათე “რუსთავის”, “ლოკომოტივის”, თბილისის “დინამოსა” და პოლონური “პოგონის” ღირსებას იცავდა. ფეხბურთელი ერთ-ერთი ბოლო წამსვლელი იყო “ტორპედოდან” და მზად იყო, გუნდში დარჩენილიყო მანამდე, სანამ ქუთაისი ევროპა ლიგაზე ასპარეზობას გააგრძელებდა.

ბათუმის “დინამომ”ბანკეტზე გუნდის ფეხბურთელი არ დაპატიჟა

$
0
0

ბათუმის “დინამოს” მცველმა, გიორგი ქავთარაძემ სოციალურ ქსელში მოულოდნელი პოსტი გამოაქვეყნა.

“ზუსტად ერთი წლის წინ…. ვიღაცას როგორ არ გაგახსენდით ????” – დაწერა “ფეისბუქზე” ქავთარაძემ.

როგორც აღმოჩნდა, ბათუმს სეზონის შემაჯამებელი ბანკეტი ჰქონდა, სადაც ფეხბურთელი არ დაპატიჟეს.

ქავთარაძემ 2019 წელს თამაში მძიმე ტრავმის გამო ვერ შეძლო, თუმცა მხარდაჭერას სოციალური ქსელის მეშვეობითაც ყოველთვის აქტიურად გამოხატავდა. 2018 წელს გიორგიმ დიდი წვლილი შეიტანა ლიგა 2-დან ელიგაში “დინამოს” გადასვლაში. 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 33-ვე ძირითადში დაიწყო.

 

ბათუმის “დინამო”ორმა ფეხბურთელმა დატოვა, ცინცაძე ოფიციალურად

$
0
0

ბათუმის “დინამოს” ოფიციალური გვერდის ცნობით, გუნდი ცენტრალურმა მცველმა, გურამ ადამაძემ და თავდამსხმელმა, გიორგი ილურიძემ დატოვეს.

ადამაძე და ილურიძე გასულ სეზონში ნაკლებად იტვირთებოდნენ და მათი წასვლა გულშემატკივრისთვის ნაკლებად მოულოდნელი იყო.

გარდა ამისა, “დინამომ” ოფიციალურად დაადასტურა მათე ცინცაძის დამატება, რომელიც კლუბს ლატვიური “იელგავადან” შეუერთდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში კარიერას “საბურთალოს” ყოფილი შემტევი, ვაგნერ გონსალვეში გააგრძელებს.

ეროვნული ლიგა –“თელავმა”“რუსთავს”მოუგო, “სამტრედიას”ფრე “სიონთან”

$
0
0

ეროვნული ლიგის პლეი-ოფში “თელავი” და “რუსთავი”, “სიონი” და “სამტრედია” მონაწილეობენ. პირველი მატჩები დღეს გაიმართა და გაირკვა, რომ ყველაფერი მე-2 შეხვედრებში გაირკვევა. “თელავმა” საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით დაამარცხა “რუსთავი”. ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილმა გაიტანა. “სიონმა” “სამტრედიასთან” 0-0 ითამაშა და გარკვეული უპირატესობა იმერელთა მხარეს გადავიდა.

თელავი 1-0 რუსთავი

გოლი: ბაშელეიშვილი

თელავი: სანიკიძე – ძოწენიძე, ბერიაშვილი, თოლორდავა, ჯიგია – ენგუენე (ვარშანიძე 46), ბაშელეიშვილი, მარაქველიძე – კოშკაძე (ერისთავი 82), რუხაძე (კაკიაშვილი 90) – კვასოვი

მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

რუსთავი: კულუა (მამარდაშვილი 61) – კაპანაძე, გუჯაბიძე, ტოლმასოვი, ნოზაძე, ლაცაბიძე – კიტეიშვილი (ქოჩლაძე 55), პავლოვი (იმნაძე 59), ვასაძე, სილაგაძე – ქავთარაძე

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

სიონი 0-0 სამტრედია

სიონი: გოშაძე – აფაქიძე, ჯაფიაშვილი, უგრეხელიძე – ივანიშვილი (ტვილდიანი 58), ხმალაძე, თარხნიშვილი (უგულავა 78), თარგამაძე (ცაცკრიალაშვილი 58), სუხიაშვილი – ტატანაშვილი, გვარაძე

მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

სამტრედია: სეფიაშვილი – საჯაია, კილასონია, ჩაკვეტაძე, ახალაძე – პავიშიჩი, ქიქავა – სამუშია (რაჟამაშვილი 66), ენდელაძე, ივანიაძე (კერძევაძე 95) – ყურბანოვი (ხაბეიშვილი 88)

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

 

თბილისის “დინამოს”კაპიტანი გერმანიაში?

$
0
0

თბილისის “დინამოს” კაპიტანს და ლიდერს, ნიკა ნინუას ევროპული გუნდებიდან მრავალი შემოთავაზება აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნინუას მიმართ ინტერესს ჰოლანდიური, უკრაინული, პორტუგალიური და გერმანული გუნდები იჩენენ. გერმანული კლუბი მე-2 ბუნდესლიგაში ასპარეზობს.

ნინუამ 8 საგოლე პასი გააკეთა საჩემპიონო სეზონში და უამრავი ჯარიმა გაიტანა. ნიკა ახალგაზრდული ნაკრების ლიდერია და გერმანულ ტრანსფერმარკეტზე ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია 850 ათასი ევროთი.

“დინამოს” მოთამაშეებზე, ნინუას გარდა ინტერესი კუტალიასა და პერალესის მიმართ გაიზარდა.


გიორგი ჭიაბრიშვილმა “საბურთალო”დატოვა

$
0
0

თბილისის “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა გუნდი დატოვა.

ჭიაბრიშვილმა დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე გამარჯვება “საბურთალოს” ისტორიაში პირველად მოუტანა  და კლუბიდან წავიდა.

მწვრთნელმა მე-200 შეხვედრა გამართა, 6 წლის განმავლობაში “საბურთალოს” წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ჩემპიონობა და თასი მოიგო. გავიდა ევროპა ლიგის პლეი-ოფში.

უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას თავკაცი.

 

ბათუმის “დინამო”საქართველოს ნაკრების ლიდერებს იმატებს?

$
0
0

ბათუმის “დინამოს” მფლობელის, არჩილ ბერიძის განცხადებით, გუნდი მოლაპარაკებას საქართველოს ნაკრების 2 წევრთან აწარმოებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი ნიკა კვეკვესკირზე და ბაჩანა არაბულზეა. კვევესკირი ყაზახეთში, “ტობოლში” თამაშობს, ხოლო, არაბული საბერძნეთში, “პანიონისში”.

ბერიძის მტკიცებით, ფეხბურთელებს დასამატებლად პირადად გია გეგუჩაძე ირჩევს. მთავარი მწვრთნელის ინიციატივით, “დინამომ” მათე ცინცაძე და ვაგნერ გონსალვეში უკვე დაიმატა.

აღსანიშნავია, რომ კლუბი გურამ ადამაძემ და გიორგი ილურიძემ დატოვეს. კონტრაქტი გახანგრძლივდა გიორგი ნავალოვსკისთან და გაბრიელ რამოსთან.

მიხეილ ალავიძის ეფექტი –მერამდენმე მეკარემ დატოვა ბათუმის “დინამო”?

$
0
0

ბათუმის “დინამო” უკრაინელმა მეკარემ, მაქსიმ კუჩინსკმა დატოვა.

კუჩინსკი “დინამომდე” უკრაინის პრემიერ ლიგელ “კარპატიში” თამაშობდა, 22 მატჩში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ბათუმში მან მიხეილ ალავიძის კონკურენციას ვერ გაუძლო და არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

ბოლო პერიოდში კუჩინსკამდე ალავიძესთან კონკურენციაში ოთო გოშაძე და ლევან შოვნაძეც დამარცხდნენ.

“არც კი ვიცი ვინ ან რამ უნდა შეცვალოს ალავიძე “დინამოში”. უბრალოდ შეუცვლელია” – ასე კომენტარი გააკეთა გოშაძემ აჭარული კლუბიდან წასვლის შემდეგ.

36 შეხვედრაში ალავიძემ 15-ჯერ შეინახა კარი მშრალად. მისი შემცვლელი სათადარიგო სკამზე ჯერჯერობით უცნობია.

ეროვნული ლიგის პლეი-ოფი –მამა გავარდა, შვილი გადმოვიდა

$
0
0

ეროვნული ლიგის პლეი-ოფის 2-მატჩიანი დუელი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. “რუსთავმა” 1-2 დათმო “თელავთან” და მომდევნო სეზონიდან ელიგა 2-ში იასპარეზებს. ანგარიში მე-3 წუთზე ქავთარაძემ გახსნა, თუმცა მე-15 წუთზე ჯერ ლაცაბიძემ გაიტანა საკუთარ კარში, შემდეგ კი ძოწენიძემ “თელავის” უპირატესობა პრაქტიკულად სამბურთიანი (პირველი თამაში “თელავმა” 1-0 მოიგო) გახადა. მე-2 ნახევარში რუსთაველებმა გადამწყვეტი უპირატესობა ვერ მოიპოვეს, კარში სოლიდურად იდგა ლუკა სანიკიძეც და “თელავი” ისტორიაში პირველად უმაღლესში ითამაშებს.

“სამტრედიამ” ძალიან მარტივად და დამაჯერებლად გაანადგურა ბოლნისის “სიონი” 4:1 და დამსახურებულად გაიმარჯვა. დუბლი ყურბანოვის ანგარიშზეა, 1 გოლი კილასონიამ და სამუშიამ შეაგდეს. პრესტიჟის ბურთი უგულავამ დადო.

“სამტრედია” დაბრუნდა, კახური გუნდი ეროვნულ ლიგაშია.

რუსთავი 1-2 თელავი

გოლები: ქავთარაძე 3 (პ) – ლაცაბიძე 15 (ავტო გოლი), ძოწენიძე 31

რუსთავი: გუჯაბიძე (კიტეიშვილი 46), ბუგულოვი, ტოლმასოვი, ლაცაბიძე (ლეჟავა 79) – ვასაძე, ქოჩლაძე, სიჭინავა, სილაგაძე – იმნაძე, ქავთარაძე

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

თელავი: სანიკიძე – მარაქველიძე, ძოწენიძე, თოლორდავა, ბერიაშვილი, ჯიქია – ვარშანიძე, კოშკაძე (კაკიაშვილი 56), ბაშელეიშვილი – კვასოვი, რუხაძე (ერისთავი 76)

მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

წითელი ბარათი: თოლორდავა 82

სამტრედია 4:1 სიონი

გოლები: კილასონია 32, ყურბანოვი 38/71, სამუშია 64 – უგულავა 77

სამტრედია: სეფიაშვილი – ცერცვაძე, ვარლამ კილასონია, ჩაკვეტაძე, ახალაძე (ჭეიშვილი 8) – სამუშია, პავიშიჩი, ქიქავა, ივანიაძე – ყურბანოვი (ღირდალაძე 77), რაჟამაშვილი (კერძევაძე 82)

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

სიონი: გოშაძე – ტვილდიანი (ივანიშვილი 61), აფაქიძე (ცაცკრიალაშვილი 57), ჯაფიაშვილი, უგრეხელიძე, კახაბრიშვილი – თარგამაძე, თარხნიშვილი (უგულავა 57), ხმალაძე – ტატანაშვილი, გვარაძე

მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

როგორ აღნიშნა “თელავმა”ეროვნულ ლიგაში გადასვლა? (ვიდეო)

$
0
0

საფეხბურთო კლუბი “თელავი” დღეს “რუსთავის” 1-2 ძლევის შემდეგ ეროვნულ ლიგაში გადავიდა. 12-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიული დაბრუნება თელავში მთელი დღეა აღინიშნება.

“საბურთალოს”ლიდერები დატოვებენ

$
0
0

თბილისის “საბურთალო” ათიანმა, გიორგი დიასამიძემ დატოვა და ლაშა შინდაგორიძის ბელორუსულ “შახტიორში” გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, “საბურთალოს” მარჯვენა მცველის, ნიკა მალისა და შემტევის, გიორგი კოხრეიძის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. ეს 2 ფეხბურთელი ახალგაზრდული ნაკრების ლიდერებად ითვლება და სკაუტების დიდი ყურადღება მიიპყრეს.

კოხრეთი და მალით ერთბაშად რამდენიმე კლუბია დაინტერესებული და მათი შენარჩუნება “საბურთალოს” განსაკუთრებით გაუჭირდება.

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე გარკვეული დროა დარჩენილი და “ერთი უბანი” უახლოეს პერიოდში ახალი მწვრთნელის წარდგენას აპირებს. 99%-ით გადაწყვეტილია, რომ ეს კახა ჩხეტიანი არ იქნება.

თბილისის “მერანი”თბილისში ახალ სტადიონს ააშენებს (ფოტო)

$
0
0

ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული, თბილისის “მერანი” ლილოს დასახლებაში ახალ ბუნებრივ საფარიან სტადიონს ააშენებს.

“მერანის” ოფიციალურ გვერდზე სტადიონის მაკეტი გამოქვეყნდა.

“მერანი” ელიგა 2-ში ხელოვნურ საფარიან მოედანზე თამაშობდა და ეროვნულ ლიგაში აუცილებელი მოთხოვნა ბუნებრივ საფარიანი სტადიონის ჰქონაა.


ჩისკომ თბილისის “დინამო”დატოვა –ვინ შეცვლის ესპანელს?

$
0
0

ჩისკო მუნიოსმა თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი პოსტი დატოვა. ეს ინფორმაცია დღეს მოულოდნელად გავრცელდა.

ესპანელმა მწვრთნელმა თბილისურ კლუბში მუშაობა გასული სეზონის დაწყებამდე დაიწყო და გუნდთან ერთად საქართველოს ეროვნული ლიგა მოიგო.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ჩისკოს. დიდი შანსია, რომ მისი ადგილი ქუთაისის “ტორპედოს” მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა დაიკავოს.

“ტორპედო”გადარჩა თუ ჩაიძირა? ჩაჩავა, “დინამო”და იტალიელები

$
0
0

ქუთაისის “ტორპედო” მომდევნო სეზონს ლიცენზიითა და ახალი ინვესტიებიცით დაიწყებს.

გავრცელებული ინფორმაციით, “ტორპედოს” ყოფილმა მფლობელმა, ზალ ჩაჩავამ ვალის ნაწილი, 800 ათასი ლარი აღიარა, მის წინააღმდეგ კვლავ გრძელდება სამართლებრივი დავა, ფედერაციისა და მერიის ხელშეწყობით გუნდში იტალიელი ინვესტორები მოვლენ და “ტორპედო” პირველივე მატჩს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაიწყებს.

ჩაჩავამ 2 მილიონ 500 ათასი ლარიდან მხოლოდ 800 ათასი ლარის ვალი აღიარა, დანარჩენ ნაწილზე დავა კვლავ გრძელდება.

იტალიელი ინვესტორები დავალიანების ნაწილს გადაიხდიან, ამის გარდა საკმაოდ მოცულობის ინვესტიციებს ჩადებენ კლუბის განვითარებისთვის. მათთან მოლაპარაკებები 1 კვირაში დასრულდება.

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საფარი უკვე დაიგო და ქუთათურებს ვერაფერი შეუშლის ხელს სეზონი სახლში დაიწყონ.

“ტორპედოსთან” თბილისის “დინამო” გამოჩნდა. “დინამო” ესპანელმა შტაბმა და მეკარემ დატოვა. შესაძლოა, “ტორპედოს” მოქმედი მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი ჩისკოს შემცვლელად დაინიშნოს, ხოლო, პერალესის ნაცვლად თბილისელთა კარი როინ კვასხვაძემ დაიცვას.

ყველაფერი უახლოესი 1 კვირის განმავლობაში უნდა გაირკვეს.

 

არაოფიციალური ანალიზი: “დინამოს”ჩისკო უნდა გაეშვა

$
0
0

თბილისის “დინამოსთან” ესპანურ სამწვრთნელო შტაბს კონტრაქტი დაუმთავრდა და როგორც ჩანს, ჩისკო მუნიოსი გუნდის მთავარი მწვრთნელი არც ფორმალურად და არც არაფორმალურად იქნება.

ჩისკოს პრო ლიცენზია არ ჰქონდა, რაც მთავარი მწვრთნელობისთვის არის საჭირო. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩისკოს გაშვება ევროტურნირების დაწყების წინ, უბრალოდ, აუცილებელი პროცედურა გახლდათ.

ერთი მხრივ, როცა გუნდს ჩემპიონს გახდი, 1 წლის განმავლობაში საშუალებას გაძლევენ “დინამო” გაწვრთნა, ხელმძღვანელობა ვალდებულია აუცილებლად გაცადოს, მანამ სანამ, საშინელ შედეგებს არ დააფიქსირებ, მაგრამ ჩისკოს თან A ლიცენზიაც არ ჰქონდა და მისი გაშვება ახლა სჯობდა, ვიდრე სეზონის დაწყებიდან 3 კვირის შემდეგ.

ფაქტია, ჩისკოს ჩემპიონატში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა, საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მარცხენა მცველი, საუკეთესო ნახევარმცველი და საუკეთესო თავდამსხმელი. ამ ყველაფრის ფონზე, მატჩების უმრავლესობაში მეტოქე “დინამოს” აშკარად სჯობდა. ჩისკო არასწორ გადაწყვეტილებს იღებდა მატჩების მიმდინარეობისას, თუმცა ფაქტია, საკმაოდ აქტიურად ამხნევებდა ფეხბურთელებს და კარგი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

ჩისკოს “დინამო” გატანილი გოლის შემდეგ მაშინვე დაცვაში დგებოდა და “ვიტ ჯორჯიადან” დაწყებული, ბათუმის “დინამოთი” დამთავრებული, ყველა კლუბი ახერხებდა დედაქალაქთა წინააღმდეგ ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას და მომენტების შექმნას. თუნდაც, ბოლო მატჩი ავიღოთ “ვიტ ჯორჯიასთან”, როცა “დინამო” 1-0 დაწინაურდა, მე-2 ტაიმში კი 15-20 წუთის განმავლობაში გავარდნილმა აუტსაიდერმა ბურთი დაუმალა და რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა.

სამაგიეროდ, ჩისკოს ჰყავდა თავისი მოციქული, მხსნელი, გადამრჩენელი კარის დარაჯის, მეკარის, ხოსე პერალესის სახით, რომელსაც, ალბათ, კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა. პერალესმა ყველაზე მეტჯერ გადაარჩინა მუნიოსი გაშვებას.

იდეალური გამოსავალი ამ სიტუაციაში ჩისკოს დატოვება დე იურე და დე ფაქტო ასისტენტად იქნებოდა. ის გარკვეული დროის განმავლობაში შეძლებდა ლიცენზიის აღებას, ამასთანავე მთავარ მენტორთან ერთად გამოცდილებასაც შეიძენდა და რამდენიმე წელში, პრო ლიცენზიით ხელში, ესპანელს ყველა პირობა ექნებოდა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, რათა გამარჯვებები მოეპოვებინა.

 

ლურჯი ზღვის სამი მეფე: 3 გია ქართულ ფეხბურთში

$
0
0

ბათუმის “დინამო”, თბილისის “საბურთალო” (ყოფილი) და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთვნელები, გია გეგუჩაძე, გია ჭიაბრიშვილი და გია ცეცაძე სამუშაოებს ცვლიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ჭიაბრიშვილის “საბურთალოდან” წასვლის შემდეგ ცეცაძე კარიერას სწორედ საბურთალოზე გააგრძელებს. გარდა ამისა, დიდია შანსი, გია სლოვაკეთთან გამოხატული ემოციის გამო დასაჯონ და წამოსვლა ისედაც მოუწიოს ნაკრებიდან.

თუ გაზეთების 8 საათის შემდეგ განახლებულ ნომრებს დავუჯერებთ, ჭიაბრიშვილი ბათუმის “დინამომ” მიიწვია, სადაც მთავარ მწვრთნელად გია.ჭ-ს მენტორი და მასწავლებელი, გია გეგუჩაძეა. დილას “სპორტის დროში” ბათუმური კლუბის მფლობელი, არჩილ ბერიძე აცხადებდა, რომ გია.გ არსად მიდიოდა და მასთან ერთად მუშაობა 5 წელზე მეტხანს სურთ. მიუხედავად ამისა, გამოცემები წერენ, რომ გეგუჩაძე პოსტს მოსწავლეს დაუთმობს, თვითონ კი სპორტულ დირექტორად ან აკადემიის ხელმძღვანელად გადაინაცვლებს.

ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის ასისტენტად “ზესტაფონში” მუშაობდა, ხოლო, 2017 წელს ახალგაზრდული ნაკრების პოსტზე უფროსი გია ცეცაძემ შეცვალა.

გია გეგუჩაძე, გია ჭიაბრიშვილი და გია ცეცაძე – 3-ვე გია ქართულ ფეხბურთში გამორჩეულ მწვრთნელებად ითვლება და ფაქტია, ტრიო, იქითკენ მიიწევს, სადაც ცისფერი, უფრო ლურჯი ზღვა ბობოქრობს.

კარგი სიახლე “ტორპედოს”ბანაკიდან

$
0
0

ქუთაისის “ტორპედომ” ოფიციალურ გვერდზე გულშემატკივრისთვის ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა.

“დღეს ეროვნული პრო-ლიცენზია ოფიციალურად მივიღეთ, რაც “ტორპედოს” უფლებას აძლევს 2020 წელს ეროვნულ ლიგაში იასპარეზოს, თუმცა, ამის პარალელურად, კლუბი ჯერ კიდევ რჩება ლიცენზიარის რეგულარული მონიტორინგის ქვეშ, რომლის დროსაც კლუბში მიმდინარე პროცესები გაკონტროლდება”, – წერია განცხადებაში.

როგორც გასულ დღეებში გახდა ცნობილი, ლიცენზიის მისაღებად ფეხბურთელებმა და კლუბის პერსონალმა 1 თვის ხელფასზე უარი თქვა. გუნდში იტალიელი ინვესტორები აპირებენ მოსვლას.

 

Viewing all 5622 articles
Browse latest View live