Quantcast
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

ბოლო ტურში ახალგაზრდა “ტორპედოელებმა”იმარჯვეს

Image may be NSFW.
Clik here to view.
1igtn

13 ივნისს, ჭაბუკთა ლიგაში ბოლო, 30-ე ტურის მატჩები გაიმართა. “ტორპედოს” საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებულ შეხვედრებში ქუთაისის „ტორპედოს“ ასაკობრივი გუნდების მეტოქე საჩხერის „ჩიხურა“ იყო.

რევაზ კვერნაძის გაწვრთნილი 16-წლამდე გუნდის მატჩში დამაჯერებელი ანგარიში დაფიქსირდა – 2:0 ტორპედოელთა სასარგებლოდ. პირველი გოლი, 50-ე წუთზე, გიორგი გურეშიძის მიერ მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა, ბურთი საკუთარ კარში ერთ-ერთმა ჩიხურელმა ჩაჭრა. ხუთ წუთში კი, უპირატესობაგიგა თავაძემ განამტკიცა და ამ ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონატი ოთხმატჩიანი მოგებათა სერიით მე-4 ადგილზე დაასრულა.

„ტორპედო U-16“:სულაბერიძე(კვერნაძე 60), წიქარიშვილი(მაღლაკელიძე 65), შეყრილაძე, ქუთათელაძე, სალუქვაძე(კიკნაძე 60), ბურჯანაძე, ზარნაძე(ანთიძე 55), თევზაძე(გორდაძე 50), ჯავახაძე(ხუციძე 60), გურეშიძე(თავაძე 40), მანჯგალაძე.

საბოლოო სატურნირო ცხრილი

განსხვავებით პირველისგან, გოლუხვი გამოდგა მეორე შეხვედრა, 18-წლამდელთა ფეხბურთელებს შორის, აქაც 3 ქულა ქუთაისელებმა აიღეს. გოლები: დავით ჯანაძემ, ზაურ გოგუაძემ(2) და თორნიკე ბანძელაძემ ჩაიწერეს აქტივში. საბოლოოდ, აკაკი კვერნაძის შეგირდებიც ჭაბუკთა ლიგის ამ გათამაშებაში(ზედიზედ მესამე მოგების შემდეგ) მე-4 ადგილზე გავიდნენ.

„ტორპედო U-18“: გეგუჩაძე(მოდებაძე 46), ბერძენაძე, ჯოხაძე, ნაცვლიშვილი, მარდალეიშვილი(ბაბუნაშვილი 75), ქველიძე(გაბუნია 65), ხვიჩია(ხანთაძე 62), ბანძელაძე, გოგუაძე, ო. ჭიჭინაძე(აშვეთია 20), ჯანაძე(შამათავა 18, ზაკარიაძე 70).

fctorpedo.ge


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles