ბათუმურმა კლუბმა გულშემატკივრების წინაშე გენერალური სპონსორი და ახალწვეულები წარადგინა. „დიამოს“ ახალი ტექნიკური სპონსორი სამშენებლო კომპანია შპს „ანაგი“ იქნება.
გოგი ფიფია, გიორგი გავაშელიშვილი, ანზორ სუხიაშვილი და ირაკლი სიხარულიძე „დინამომ“ რუსთავის „მეტალურგიდან“, საქართველოს 19 და 21 წლამდელთა ნაკრების გოლკიპერი გაბრიელ თებიძე „ლოკომოტივიდან“, იური ოლეფერენკო „ტორპედოდან“, გარემარბი ნოდარ კიკნაველიძე კი „ზესტაფონიდან“ დაიმატა. „დინამოს“ საფეხბურთო სკლოს წევრები ნიკა აშბა, ბექა ჭკუასელი, დავით ნაკაშიძე, ზურა ქათამაძე და გიორგი მამულაძე პირველ გუნდში დაწინაურდნენ.
მეორე წრეში „დინამოს“ კვლავ გერმანული „SALLER”-ი შემოსავს, ამჯერად ახალი დიზაინის ეკიპირებით. გულშემატკივარს, ბათუმის „SALLER”-ის წარმომადგენლობაში კლუბის ეკიპირების შეძენა კვლავ შეეძლება.
„დინამოს“ ერთგული ქომაგების, პირატების დაფინანსება და ტრანსპორტირების ხარჯებს კომპანია კოკა-კოლა და დეველოპერი „მარდი-ჰოლდინგი“ უზრუნველყოფს.
რაულ პაპბა