თურქულ შეკრებაზე მყოფბა ბათუმის “დინამომ” მორიგი ტესტ-მატჩი უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელ ლუგანსკის “ზორიასთან” გამართა და დაძაბულ ბრძლაში დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმელებს შეხვედრის მიმდინარეობისას საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ, თუმცა უკრაინელთა მეკარე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.
მატჩის ბედი კი 88-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც ერთადერთი გოლი დმიტრი ხომჩენკოვსკიმ გაიტანა და “ზორიას” გამარჯვება მოუპოვა. გოლის გატანა დინამოელებს ამის მერე შეეძლოთ, მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ფიფიას დარტყმამ მიზანს ვერ მიაღწია.
ბათუმელებმა აღნიშნულ მატჩში შემდეგი შემადგენლობით დაიწყეს: ტაკიძე, ქორიძე, გავაშელიშვილი, ტეტუნაშვილი, მაკარანი, გოგიტიძე, ადეიშვილი, თევდორაძე, კიკნაველიძე, ბაციკაძე, აბუსელიძე.