თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” რიგით მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ამჯერად ზესტაფონელთა მეტოქე ჩეხური ”გამბრინუს ლიგის” წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბი ”პრშიბრამი” გახლდათ.
შეხვედრა ქართული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მეთორმეტე წუთზე ზესტაფონელთა ახალწვეულმა, რევაზე გეწაძემ გაიტანა. მას ასისტენტობა შარიქაძემ გაუწია.
ზესტაფონელები დღევანდელ შეხვედრას ასეთი შემდგენლობით ჩაატარეს: პავლოვიჩი, ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), ფერეირა (თედორე გრიგალაშვილი, 46), ჭელიძე (ენდელაძე, 63), გურული (გაგოშიძე, 72), შარიქაძე (აჯურუ, 46), ჭანტურიშვილი (კაკუშაძე, 72), გეწაძე (სარდალიშვილი, 46), კუხიანიძე (ჭანკოტაძე, 63), ტატანაშვილი (კაპანაძე, 63), ფანცულაია (საბანაძე, 46).