ცხინვალის „სპარტაკი“ ანტალიაში გაემგზავრა და სასტუმრო „რამადაში“ დაბინავდება. კახა კაჭრავას გუნდი თურქული შეკრების ფარგლებში 4 საკონტროლო მატჩს გამართავს.
ყველა სპარინგ–პარტნიორის ვინაობა უკვე ცნობილია. “სპარტაკი” 4 თებერვალს რუმინული უმაღლესი ლიგის გუნდს, ბრაშოვის „კორონას“ შეხვდება, 6 თებერვალს – სერბულ „დონჟი სრემს,“ 8–ში – მაკედონიურ „რაბოტნიჩკის,“ 10 თებერვალს კი დასკვნით საკონტროლო მატჩს ჩინურ „გრინთაუნთან“ ჩაატარებენ.