რუსთავის „მეტალურგი“ 2 თებერვალს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. გუნდი სასტუმრო „გრანდ პარკ ლარაში“ დაბინავდა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. რუსთაველი ფეხბურთელები შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. „მეტალურგი” პირველ შეხვედრას ხვალ გამართავს. რუსთაველთა მეტოქე რუსეთის პირველ ლიგაში მოასპარეზე ორენბურგის “გაზოვიკი” იქნება. გაზოვიკის შემდეგ “მეტალურგი” მომდევნო საკონტროლო მატჩს თურქმენეთის ნაკრებთან 6 თებერვალს ჩაატარებს , 9 თებერვალს რუმინელ “ტირგუ მურეშს” დაუპირისპირდება, 12 თებერვალს დანიშნული ბოლო სპარინგის მეტოქის ვინაობა კი ადგილზე გაირკვევა.
FCM.GE