თბილისი “დინამოს” მცველი გივი კვარაცხელია კარიერას “ჩიხურაში” გააგრძელებს. ინფორმაციას ფეხბურთელი საკუთარ ფეისბუქზეც ადასტურებს.
34 წლის მცველი ბოლო ორი წლის განმავლობაში “დინამოს” დაცვის საკვანძო მთამაშე იყო, თუმცა თბილისურ კლუბში გამოცხადებულ გაახალგაზრდავების პოლიტიკას “შეეწირა”.
კარიერის მანძილზე “დინამოს” გარდა კვარაცხელიას რუსთავის “მეტალურგში”, ცხინვალის “სპარტაკში” და თბილისის “თბილისში” უთამაშია. გარდა ამისა დაუცავს ლიტვური და ბელარუსული კლუბების ღირსებაც.