ქუთაისის “ტორპედოს” ფან-კლუბმა იტალიელი ინვესტორის, ფაბიო მანინის სიტყვები გაავრცელა. მანინი ის ინვესტორია, რომელიც “ტორპედოში” ინვესტიციის ჩადებას აპირებს.
“ქუთაისში იმისთვის ვარ, რომ ვიყიდო და ვმართო ქუთაისის “ტორპედო”. ქუთაისის მერიასთან განვიხილავ ამ საკითხს. ველოდებით, რომ დავასრულოთ ეს შეთანხმება რაც შეიძლება მალე. მანამდე კი დავაზუსტეთ სპონსორის ვალდებულებები, რაც ჩვენ გვაკისრია.
პირველ რიგში ინვესტიციას ჩავდებთ, გვინდა შევქმნათ კარგი კლუბი, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო ფორმით წარსდგება”, – წერია განცხადებაში.
უახლოეს 1 კვირაში თითმის ყველაფერი ოფიციალურად უნდა დასრულდეს.