ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი შემტევი, თემურ ჩოგაძე კარიერას უკრაინაში გააგრძელებს.
ჩოგაძე უკრაინის პრემიერ ლიგის მე-9 ადგილოსან დონეცკის “ოლიმპიკის” შეუერთდა.
ჩოგას თამაში მარჯვენა ვინგერად და თავდამსხმელად შეუძლია. მისი სატრანსფერო ღირებულება 200 ათას ევრომდე მერყეობს.
21 წლის ფეხბურთელი “საბურთალოში”, “რუსთავში”, ბათუმის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოში” ირიცხებოდა.