ბოლო 1 წელიწადში ქუთაისის “ტორპედოს” მე-6 ფეხბურთელი გადავიდა თბილისის “დინამოში”.
როგორც დღეს “დინამოს” ოფიციალურმა გვერდმა დაწერა, თორნიკე კაპანაძემ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა გუნდთან.
“ელვა” ბოლომდე ელოდებოდა ინვესტორის გამოჩენას, თუმცა საბოლოოდ წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. თბილისში მას კახა ჩხეტიანი, როინ კვასხვაძე, გიორგი ქიმაძე, გიორგი კუხიანიძე და ნოდარ ქავთარაძე დახვდნენ. ლევან კუტალია კარიერას უკვე სხვა კლუბში გააგრძელებს.
“ტორპედო” და “დინამო” გაერთიანდნენ?” – ასე გამოეხმაურა გულშემატკივარი კაპანაძის “დინამოში” გადასვლას.