გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ვეტერან ფეხბურთელებს შორის ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას თბილისის “დინამოც” იღებს.
“დინამო” ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ლევერკუზენის “ბაიერს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა. თბილისელთა მხრიდან ორი გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა, კახა კალაძემ და ოთარ მარცვალაძემ კი მეტოქის კარი თითო-თითოჯერ დალაშქრეს.
“დინამოს” შემადგენლობა: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით კვირკველია.
თბილისის “დინამოს” ლეგენდები 4:2 ლევერკუზენის “ბაიერის” ლეგენდები
იხილეთ ვიდეო