თბილისის “დინამო” თავდამსხმელმა, ლევან კუტალიამ დატოვა. კუტალია ეროვნული ლიგის ბომბარდირი 20 გოლით გახდა და მის მიმართ ინტერესი გაჩნდა.
30 წლის ასაკში “ტორპედოდან” “დინამოში” გადასულ კუტალიას კარიერაში საუკეთესო პერიოდი დაუდგა და შემოთავაზებები უნგრეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, “დინამო” მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეცადა, თუმცა ფეხბურთელმა ყაზახეთის მე-8 ადგილოსან გუნდში, პავლოდარის “ირტიშში” გადასვლა გადაწყვიტა.
ყაზახეთის მე-8 ადგილოსანს უფრო მეტის შეთავაზება შეუძლია, ვიდრე საქართველოს ჩემპიონს.