გერმანულმა Transfermarkt-მა ეროვნული ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება განაახლა და პირველად 8 წლის შემდეგ, ეროვნული ლიგის ფეხბურთელი 1 მილიონად შეაფასეს.
საუბარია, თბილისის “დინამოს” ნახევარმცველზე ნიკა ნინუაზეა, რომელიც 6 თვის წინ 850 ათასი ევრო ღირდა, ახლა კი 150 ათასი ევროთი გაძვირდა. 8 წლის წინ “დინამოს” მეკარე გიორგი ლორია 1 მილიონად იყო შეფასებული.
ნინუას 21-წლამდე ნაკრებში მისი თანაგუნდელი, “საბურთალოს” მარჯვენა მცველი ნიკა მალი მოსდევს 800 ათასი ევროთი.
700-700 ათასი ღირს გიორგი კოხრეიძე (საბურთალო) და ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი).
ათეულში მხოლოდ ლეანდრო რიბეიროა სამეულს მიღმა გუნდიდან, ხოლო მე-10 პოზიციაზეა 400 ათასი ევროთი ერთბაშად 8 მოთამაშეა წარმოდგენილი.