გორის “დილამ” თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი, მათე კვირკვია და ბათუმის “დინამოს” მარჯვენა მცველი, ალეფ სანტოსი დაიმატა.
23 წლის კვირკვია “დინამო თბილისს” სეზონის შუა ნაწილში შეუერთდა და მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
23 წლის ბრაზილიელი სანტოსი ბათუმში 2019 წელს ჩავიდა, თუმცა რამდენიმე მატჩის ჩატარების შემდეგ “დილაში” არენდით გადავიდა და დღეს “დილას” სრულუფლებიანი წევრი გახდა.
გორელთა რიგები დეკემბერში ალვინ ფორტესმა დატოვა, თუმცა 1-წლიანი იჯარის გასვლის შემდეგ ლეანდრო რიბეირო დაბრუნდა.