Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

პერალესმა და მონხილმა თბილისის “დინამო”დატოვეს

$
0
0

თბილისი “დინამო” ესპანელმა ლეგიონერებმა – ხოსე პერალესმა და ვიქტორ მონხილმა დატოვეს. თბილისური კლუბის ცნობით, მათ არსებული კონტრაქტი დაუსრულდათ.

“ესპანელ ლეგიონერებს – ხოსე პერალესსა და ვიქტორ მონხილს დინამოსთან არსებული კონტრაქტი დაუსრულდათ და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებენ.

დინამო თბილისი მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს თავდაუზოგავი შრომისთვის, საჩემპიონო სეზონისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში”, – ვკითხულობთ “დინამოს” განცხადებაში.

ორივე ესპანელი “დინამოს” 2019 წლის იანვარში შეუერთდა. მეკარე პერალესმა საქართველოს ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 35 მატჩი კარი მშრალად 15-ჯერ შეინახა. რაც შეეხება მონხილს, მან საქართველოს ჩემპიონატში 36 მატჩი ჩაატარა.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles