Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

ზუგდიდის “ზუგდიდმა”სახელი შეიცვალა

$
0
0

მომავალი სეზონიდან ზუგდიდის “ზუგდიდი” საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში ახალი სახელით იასპარეზებს. 2020 წლიდან ზუგდიდელთა გუნდს “დინამო” ერქმევა.

გთავაზობთ კლუბის განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ში მათ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:

“მომავალ საფეხბურთო ჩემპიონატზე, ეროვნულ ლიგა 2-ში, ზუგდიდის “ზუგდიდი”, ახალი სახელწოდებით იასპარეზებს და ახალ სეზონზე მას, “დინამო” ზუგდიდი ერქმევა.

=გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და გუნდის ახალ სახელწოდებასთან დაკავშირებით, ცვლილება რეესტრში გატარებულია. ზუგდიდური გუნდი, “დინამო”-ს სახელით საქართველოს ჩემპიონატსა და სსრკ-ს ჩემპიონატის მეორე ლიგის 9-ე ზონაში ათეული წლების წინ ასპარეზობდა (1974 წწ-1990 წწ-მდე). 1995-96 წწ-ში გუნდმა კვლავ დაიბრუნა “დინამო”-ს სახელი, თუმცა სახელწოდების ხშირი ცვლაც იყო, ხოლო 2000 წლებიდან გუნდი კვლავ ამავე სახელს მიუბრუნდა, მაგრამ მცირე პერიოდით და ამ ეტაპზე ზუგდიდური გუნდი ზედა ელიტაში აღარ ასპარეზობდა.

=2019 წლის ბოლოს კი გუნდს, კვლავ “დინამო” ზუგდიდი ეწოდა და როგორც აღვნიშნეთ, მომავალი სეზონიდან ზუგდიდური კლუბი ამ სახელწოდებით იასპარეზებს. ცვლილება შეეხო მხოლოდ სახელს და უცვლელი რჩება გუნდის ლოგო (მცირე დაკორექტირებით)“, – ვკითხულობთ განცხადებაში.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Latest Images

Trending Articles