რამოდენიმე დღის წინ ომარ მიგინეიშვილმა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონთან” გააფორმა კონტრაქტი. ფეხბურთელი იმერულ კლუბში “დინამოდან” გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადავიდა. თუმცა, შესაძლოა ეს თანხა სულ ტყუილად იყოს გადახდილი.
საქმე იმაშია, რომ მიგინეიშვილი სეზონში მესამე კლუბს იცვლის რაც უეფას წესებს ეწინააღმდეგება. მეკარემ ევროთასებზე “ტორპედოს” შემადგენლობაში ითამაშა “ჟილინას” წინააღმდეგ რის შემდეგაც “დინამოში” გადავიდა და თასზე ჩაატარა ერთი შეხვედრა. “ზესტაფონი” მიმდინარე სეზონში კი მესამე კლუბი გამოდის.
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა ტრანსფერმარქტი 29 წლის მიგინეიშვილს 600.000 ევროდ აფასებს.