დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩი, რომელშიც ”ზესტაფონმა” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე თბილისის ”დინამოს” უმასპინძლა. შეხვედრა ნელ ტემპში წარიმართა. პირველ ნახევარში ორივე გუნდს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია. შედეგად, შეხვედრის პირველი 45 წუთი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მატჩის 50-ე წუთზე კი დინამოელთა კაპიტნის ლევან ხმალაძის შორეულ დარტყმას გოლი მოჰყვა – კვასხვაძემ ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ რამოდენიმე მომენტი ორივე გუნდს შეექმნა, თუმცა საბოლოო ჯამში გოლები არავის გაუტანია.
შედეგად ”დინამომ” 63 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ გორის ”დილას” კვლავ 4 ქულით უსწრებს.
აქვე გეტყვით, რომ შემდეგი ტურის მატჩს ”დინამო” პარასკევს 19 აპრილს განმუხურში ”ზუგდიდთან” გამართავს, ხოლო ”ზესტაფონი” შინ გორის ”დილას” უმასპინძლებს.
”ზესტაფონი” 0-1 ”დინამო”
გოლი: ხმალაძე, 50
”ზესტაფონი”: როინ კვასხვაძე, თეიმურაზ ღონღაძე, თედორე გრიგალაშვილი, იგორ იელიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, ბოტი დემელი, თორნიკე გორგიაშვილი (მოჰამედ რეკრუკი, 66), ორიოლ ლოსანო, ლევან კუტალია, ავთო ენდელაძე (გურამ სამუშია, 60)
”დინამო”: გიორგი ლორია, გიორგი შაშიაშვილი, გივი კვარაცხელია, გიორგი სეთურიძე, დარკო გლიშიჩი, ლევან ხმალაძე, პეტერ გრაიციარი, ირაკლი ძარია, კარლეს კოტო (მიკელ ალვარო , 70), ჩისკო (დიმიტრი ტატანაშვილი , 90+2), გიორგი მერებაშვილი (ჯაბა დვალი, 84)
გაფრთხილებები: თეიმურაზ ღონღაძე, ორიოლ ლოსანო – ლევან ხმალაძე, გივი კვარაცხელია, დარკო გლიშიჩი, პეტერ გრაიციარი
აქვე წარმოგიდგენთ ტურის სხვა მატჩების შედეგებს:
ზედა ექვსეული:
ჩიხურა – დილა 1:2
ტორპედო – ზუგდიდი 2:0
ქვედა ექვსეული:
ვიტ-ჯორჯია – კოლხეთი 0:0
სიონი – მერანი 3:1
დინამო ბათუმი – მეტალურგი 0:1
ალექსანდრე მატევოსოვი
Comments