21 წლის ნახევარმცველი დავით კირკიტაძე მომავალი წრიდან „ზუგდიდის“ ღირსებას დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ კირკიტაძე აქამდე რუსთავის „მეტალურგის“ გახლდათ. მიმდინარე სეზონში მისი მონაგარი კი 17 მატჩში 3 გოლი არის.
Fanebi.Com-ი მეგრული კლუბის ახალწვეულს გაესაუბრა.
„ზუგდიდში“ გადასვლა ჩემთვის ახალი გამოწვევაა. გუნდში კარგი ატმოსფეროა, რაც ძალიან მახარებს. პირველ რიგში კი, მადლობა მინდა, გადავუხადო მთავარ მწვრთნელს, რომელმაც დიდი ნდობა გამომიცხადა.“
„ასევე გვერდს ვერ აუვლი ჩემს ყოფილ კლუბს, „მეტალურგს“ ყოველთვის ვუგულშემატკივრებ. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ხემძღვანელობას, მათთან ურთიერთობა ჩემთვის ფრიად სასიამოვნო იყო“, – განაცხადა კირკიტაძემ.
რაულ პაპბა