“საბურთალოს” ფეხბურთელმა დაჩი ცნობილაძემ, რომელიც 25 აგვისტოს, “რუსთავთან” მატჩის 26-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა, ვარჯიში განაახლა. 24 წლის ფეხბურთელს კოჭის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც დაახლოებით 40 დღე იძულებით დაისვენა.
“მიხარია, რომ მოედანს დავუბრუნდი, თავს კარგად ვგრძნობ, სრულად გამოვჯანმრთელდი. თვენახევრის განმავლობაში იძულებით დასვენება მომიწია. ძალიან რთული იყო მატჩების ტრიბუნიდან თვალის მიდევნება. ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტურია დარჩენილი. ჩვენი მიზანი ქულათა მაქსიმუმის აღება და ჩემპიონობაა. ყველანაირად ვეცდებით, რომ სეზონის ბოლოს სასურველ შედეგს მივაღწიოთ”, – განმარტა ცნობილაძემ.
დაჩის “საბურთალოში” 31 შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა და 3 ბურთი აქვს გატანილი.