Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

კოვტალიუკი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება, ბეგაშვილს “დილა”არ დაუტოვებია

$
0
0

გორის “დილას” პრესსამსახურის წინასწარი ცნობით, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი მიკოლა კოვტალიუკი მწყობრში სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩადგება.

კოვტალიუკმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და ამის გამო უკვე გამოტოვა “ტორპედოსთან” მნიშვნელოვანი მატჩი. დიდი ალბათობით, კოვტალიუკი 19 ოქტომბერს “ჩიხურასთან” ითამაშებს, უარეს შემთხვევაში კი 27 ოქტომბერს “საბურთალოსთან” დაბრუნდება.

გიორგი ბეგაშვილს, რომელიც 2 წრის განმავლობაში გორელთა პირველი მეკარე იყო, კლუბი არ დაუტოვებია. ბეგაშვილი რამდენიმე შეხვედრაა განაცხადშიც არ ყოფილა და მას ერეკლე გულუაშვილი ცვლის სათადარიგო სკამზე, კარში კი შეუცვლელი და საკამოდ დამაჯერებელი ლუკა გუგეშაშვილი დგას.

28 ტურის შემდეგ “დილას” 49 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ საჩხერის “ჩიხურას” 2 ქულით უსწრებს.

 


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles