Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

“საბურთალომ”“სიონი” 5 გოლიან თრილერში დიასამიძის თამაშით დაამარცხა

$
0
0

ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ბოლნისის “სიონი” მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე “საბურთალოს” დაუპირისპირდა და გულშემატკივარმა 5 ძალიან ლამაზი გოლი იხილა. გიორგი დიასამიძის დუბლს, ბიძინა მახარობლიძემ შესანიშნავად უპასუხა და პირველი ტაიმი 2-2 დასრულდა. მე-2 ნახევარში დიასამიძის პასს კოხრეიძე ჰაერში დაუშვებლად გამოეხმაურა და ანგარიში 2-3 გახადა. დარჩენილ წუთებში “სიონი” ბევრს ეცადა, თუმცა კუპატაძის ბადის კიდევ ერთხელ შერხევა ვეღარ მოახერხა და თბილისელებმა 3 ქულა ჩაიწერეს.

“საბურთალოს” 63 ქულა დაუგროვდა და თბილისის “დინამოს” 8 ქულით გაასწრო. “სიონი” კვლავ მე-8 პოზიციაზეა და თუ დღეს “სამტრედიამ” “ლოკომოტივი” დაამარცხა, სხვაობას 3 ქულამდე შეამცირებს.

სიონი 2-3 საბურთალო

გოლები: მახარობლიძე 18/38 – დიასამიძე 11/27, კოხრეიძე 74

სიონი: ზარქუა – მინდორაშვილი, გურეშიძე, ნოზაძე, ხმალაძე – კოშკაძე (მიქაბერიძე 77), დათუანიშვილი, ლეჟავა (უგულავა 67), სიხარულია (ქიქავა 64), კირკიტაძე – მახარობლიძე

მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

საბურთალო: კუპატაძე – იაშვილი (ჩაბრაძე 46), მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხველიანი – გორგიაშვილი, ალთუნაიშვილი (ტერა 46), დიასამიძე – ვოლკოვი (ტატანაშვილი 65), კოხრეიძე, გონსალვეში

მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

ყვითელი ბარათები: დათუნაიშვილი 42, ლეჟავა 45, სიხარულია 54 –


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles