საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალური ეტაპის 3 შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. ლანჩხუთის “გურიამ” პირველ ტაიმში ღირსეული წინააღმდეგობის შემდეგ, “დინამოს” შეტევებს მე-2 ნახევარში ვეღარ გაუძლო და 0-5 განადგურდა. “მეტა” “გაგრასთან” 0-1 დამარცხდა, “ვიტ ჯორჯია” კი მოულოდნელად 0-3 განადგურდა “თელავთან”.
24 ოქტომბერს 1/4 ფინალის ბოლო მატჩი “შუქურასა” და “ტორპედოს” შორის გაიმართება და კენჭისყრის შემდეგ ნახევარფინალური წყვილებიც გაირკვევა.