Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

“სამტრედიამ”“საბურთალოს”ქულები დააკარგვინა, “ჩიხურამ”“სიონს”მოუგო

$
0
0

ეროვნული ლიგის 27-ე ტურის 2 მატჩი მიხეილ მესხის არენაზე გაიმართა. ბოლნისის “სიონი” საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდა და უკვე მე-6 შეხვედრაა, რაც შალამბერიძის ბიჭები გამარჯვებას ვერ ახერხებენ. 24-ე წუთზე ლევან ხმალაძემ პენალტი გააფუჭა, 10 წუთში კი ირაკლი ბუღრიძემ “ჩიხურა” დააწინაურა. 69-ე წუთზე კახაბრიშვილი მოედანზე შემოვიდა, 70-ზე კახამ უსწრაფესი გოლი შეაგდო. ლეჟავამ ცოტა ხანში იმერლებს უპასუხა, თუმცა მეტი ბურთი აღარ გასულა და თამაში 1-2 დასრულდა.

“საბურთალომ” ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი “სამტრედია” მიიღო და მხოლოდ ფრეს მიაღწია. ანგარიში ვაგნერმა პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა, მე-2 ნახევრის დასაწყისშივე გოგიაშვილმა კუპატაძის კარი აიღო და მრავალი ცდის მიუხედავად, კუპატაძის ბადე აღარ შერხეულა.

“საბურთალოს” 60 ქულა აქვთ და “დინამოს” 5 ქულა გაასწრო, “ჩიხურა” 4 ქულამდე ამცირებს “დილასთან” სხვაობას, “სამტრედია” და “სიონი” კვლავ გადარჩენისთვის იბრძვიან.

საბურთალო 1-1 სამტრედია

გოლები: ვაგნერი 41 – გოგიაშვილი 50

საბურთალო: კუპატაძე – იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ჩაბრაძე (ლაკვეხველიანი 58) – გონსალვეში, ტერა, ალთუნაშვილი (გორგიაშვილი 58), კოხრეიძე  (ვოლკოვი 67) – დიასამიძე, დვალიშვილი

მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

სამტრედია: კუპატაძე – ჩაჩუა, ფატიჩი, გურული, ჯგერენაია – გორელიშვილი (ბურკაძე 89), ენდელაძე, მამასახლისი, კერძევაძე, ერისთავი (კუჭუხიძე 73) – ტუღუში (კოშმანი 46)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

სიონი 1-2 ჩიხურა

გოლები: ლეჟავა 73 – ბუღრიძე 35, კახაბრიშვილი 70

სიონი: ზარქუა – მინდორაშვილი, თომაშვილი, გურეშიძე, გიორბელიძე – ხმალაძე, კოშკაძე (მანაგაძე 81), დათუნაიშვილი, კირკიტაძე, მიქაბერიძე  (ლეჟავა 73) – ვისიანი (მახარობლიძე 56)

მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

ჩიხურა: ჰამზიჩი – ჩიტეიშვილი, მაისაშვილი, კაკუბავა, ჩიკვაიძე – დობროლოვსკი, ჩიხლაძე (სარდალიშვილი 62), მარკოზაშვილი – მეგრელიშვილი (კახაბრიშვილი 70), ბუღრიძე (იონანიძე 80), გაბედავა

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

შენიშვნა: 24-ე წუთზე ხმალაძემ პენალტი ვერ გამოიყენა.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles