25 წლის შემტევი, მიხეილ გორელიშვილი “სამტრედიას” რიგებს ოფიციალურად დღეს დაემატა. ფეხბურთელი სამტრედიელთა ღირსებას წლის ბოლომდე დაიცავს.
ქართველი შემტევი “სამტრედიას” საფეხბურთო კლუბ “რუსთავიდან” დაემატა. მანამდე ის ბათუმის “დინამოში” გამოდიოდა. 2016 წელს გორელიშვილი სომხურ “მიკაში” და რუსულ პირველ ლიგაში ასპარეზობდა.
Fc Samtredia