სამტრედიის საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს გიორგი დარასელია დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დარასელია გორის “დილას” წვრთნიდა.
“სამტრედია” ახალი მწვრთნელის თავკაცობით პირველ ოფიციალურ მატჩს 14 სექტემბერს, “დილას” წინააღმდეგ გამართავს. დარასელიამ კი გუნდი ოფიციალურად დღეს ჩაიბარა.
ფეხბურთის ფედერაციამ 21-წლამდე ნაკრების მენტორს, გია ცეცაძეს შეთავსებით ეროვნული ლიგის გუნდში მუშაობის ნება არ დართო და დარასელიამ ცეცაძე შეცვალა.
“სამტრედიას” ოფიციალური ვებ-გვერდი