ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩი, რომელიც 12 აგვისტოს უნდა გამართულიყო “რუსთავსა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის, 12 სექტემბერს გაიმართება.
შეხვედრა მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე 16:30 წუთზე დაიწყება და მატჩის ყურებას ეროვნული ლიგის გვერდზე შეძლებთ.
სავარაუდო შემადგენლობა:
რუსთავი: სეფიაშვილი – ღონღაძე, ბუგულოვი, კილასონია, ჩუკურა – პაპავა, ფონიავა, თარხნიშვილი, ციცქიშვილი, კვარაცხელია – მარცვალაძე
ტორპედო: ქვილითაია – ხურცილავა, კობახიძე, აზაცკი, მარინი – ცინცაძე, გიგაური, ქიმაძე, კუხიანიძე – დოლიძე, კაპანაძე