17 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში “ვიტო ჯორჯიამ” საკუთარ მოედანზე მარტვილის “მერანი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.
შეხვედრის 44-ე წუთზე, “ვიტ ჯორჯიას” მეკარემ, ჯონი შეროზიამ გოლის გატანა მოახერხა – მან თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ჯონი შეროზიასთვის ეს გოლი მიმდინარე სეზონში მეორეა, 28 წლის კარის დარაჯმა 14 ივნისს დავით ყიფიანის თასზე ბათუმის “დინამოს” პენალტი გაუტანა.