ნიგერიელი შემტევი “სამტრედიას” ღირსებას აღარ დაიცავს.
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ოლაიტან მაიკლი გუნდის რიგებში აღარ ირიცხება.
შეგახსენებთ, რომ “ოლიმპიაკოსის” აღზრდილი შემტევი “სამტრედიას” 2017 წლის აგვისტოში შემუერთდა. ოლაიტანმა 2017 წელს, 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა, 2018 წელს “ეროვნული ლიგის” პირველივე ტურში თავი გამოიჩინა და “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. მე-2 ტურში კი მაიკლმა ფეხის ტრამვა მიიღო და დაბრუნება ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე მოახერხა.
გუნდი მადლობას უხდის მაიკლს თანამშრომლობისთვის, უსურვებს კარიერულ წინსვლასა და წარმატებას.
Fcsamtredia.Ge