“მარიბორის” მთავარმა მწვრნელმა, დარკო მილანიჩმა “ჩიხურასთან” მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“როგორც ველოდით, რთული მატჩი იყო. პირველ ნახევარში კარგად ვითამაშეთ. ვცდილობდით, კონტრ-შეტევებზე გვეთამაშა. ისე ვიმოქმედეთ, როგორც ვგეგმავდით. კარგი მეტოქე გვყავდა, რომელსაც გოლის გატანის შანსები ჰქონდა. შეიძლება, ითქვას, ასეთ შედეგს ველოდი.
ანგარიშიდან გამომდინარე, მომდევნო მატჩის წინ შანსები 50/50-ზეა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ. პირველ 90 წუთში საშუალება მოგვეცა, მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებს დავკვირვებოდით. დღესაც ვნახეთ, რომ “ჩიხურა” კარგი გუნდია, რომელსაც ბევრი საშიშროების შექმნა შეუძლია.
ვეთანხმებით თქვენს შეფასებას, უკეთესად უნდა გვეთამაშა, მაგრამ გუნდს მხოლოდ წარმატებები არ აქვს, ეს ჩვეულებრივი ამბავია.”