26 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედო” რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ფარერების “ვიკინგურს” დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს – 27-ე თორნიკე კაპანაძემ საკუთარი გუნდი დააწინაურა. 73-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ “ტორპედოს” უპირატესობა ორამდე გაზარდა. 84-ე წუთზე სტუმართა კარში ბურთის გატანა კუტალიამაც შეძლო – 3:0 ამის შემდეგ შეხვედრაში არაფერი შეცვლილა.
ქუთაისის “ტორპედოსა” და “მარიბორს” შორის განმეორებითი მატჩი 2 აგვისტოს ფარერებში გამართება.