26 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურა” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სლოვენიურ “მარიბორს” დაუპირისპირდება.
“მარიბორის” მთავარმა მწვრთნელმა, დარკო მილანიჩმა ხვალინდელი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“ძალიან რთულ მატჩს ველი, ამიტომ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ. მეტოქე ძლიერი გუნდია. შევეცდებით, რომ გავიმარჯვოთ. თქცენს გუნდს თქვენ უფრო კარგად იცნობთ, ვიდრე – ჩვენ. “ჩიხურა” სწრაფი და ტექნიკური გუნდია. მინდა, რომ “მარიბორმა” ჭკვიანურად ითამაშოს.
ტრავმის გამო, მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გვაკლია, სხვა ყველა მოთამაშე ჩვენთან ერთად იმყოფება. “, – განაცხადა მილანიჩმა.
შეგახსენებთ, რომ “ჩიხურა” – “მარიბორის” მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.