
დღეს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში “რუსთავი” “დილას” დაუპირისპირდა.
“მიხეილ მესხზე” მიმდინარე შეხვედრაში ანგარიში ლევან ნონიკაშვილმა მეოთხე წუთზე გახსნა. ისედაც უკან მყოფ “რუსთავს” ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი პრობლემა შეექმნა: მესამე დამატებულ წუთზე ნუკრი რევიშვილმა წითელი ბარათი მიიღო. სავარაუდოდ, მეკარემ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა, მეექვსე დამატებულ წუთზე მათე ცინცაძემ მოახერხა თავით გოლის გატანა და წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმში, 58-ე წუთზე ცინცაძემ მეორე გოლიც შეაგდო. თუმცა, “დილას” ქულა ნდარ ქავთარაძის მიერ 83-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაურჩინა. საბოლოოდ, 2-2.
ამ ფრის შემდეგ “რუსთავს” 17 ქულა დაუგროვდა და ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს. რაც შეეხება “დილას”, ის 31 ქულით მეორეა.