
20 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, თუ ვის დაუპირისპირდებიან ქართული კლუბები.
თბილისის “დინამოს” მეტოქე სლოვაკური დაკ-ი იქნება. “სამტრედია” ყაზახურ “ტობოლს” დაუპირისპირდება, საჩხერის “ჩიხურა” კი ისრაელის წარმომადგენელ “ბეითარ იერუსალემს” შეხვდება. იმერული კლუბები პირველ მატჩებს საქართველოში ჩაატარებენ, ხოლო “დინამო” პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 12 და 19 ივლისს გაიმართება.